ნატო დაპატიმრებების წინააღმდეგი არ არის
ნატო საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების პროცესში არ ჩაერევა, მაგრამ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს კანონის უზენაესობას.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავების საკითხი. რასმუსენის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ჩაერევა მიმდინარე პროცესებში, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სრულად უნდა სცეს პატივი კანონის უზენაესობას, რათა ეს შემთხვევა არ იყოს აღქმული პოლიტიკურ დევნად.
ასევე, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან – მაია ფანჯიკიძესთან შეხვერდის დროს საუბარი იმ გამოცდასაც შეეხებოდა, რომელიც საქართველომ ოქტომბრის არჩევნებით ჩააბარა.