ჰილარი კლინტონი რუსეთ-საქართველოს უთახმოებით უკმაყოფილოა
ნატოს დღევანდელ მინისტერიალზე საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განცხადება გააკეთა. კლინტონმა საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ უთანხმოებაზე ისაუბრა.
,,ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ინტენსიური თანამშრომლობის საკითხი ავღანეთთან დაკავშირებით და ასევე გულახდილად ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელთა მიმართაც ნატოსა და რუსეთს შორის კვლავ უთანხმოება არსებობს. ესაა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი ნატოში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, შეიარაღებული ძალების რეფორმირებისა და საერთო უსაფრთხოების დაცვაში წვლილის შეტანის გზით"", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.