ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლს ესტუმრა
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება. მან პოლიციის ყველა სამმართველო და განყოფილება მოინახულა. მინისტრი პირადად გაეცნო თანამშრომლებს და რეგიონში არსებულ კრიმინოგენურ სიტუაციის გაეცნო.
„მინისტრი პოლიციის მუშაობით კმაყოფილია, სამართალდამცველები რეგიონში წარმატებულად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას“, წერია შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში.
დღერსვე მინისტრი ასევე იმყოფებოდა თეთრითწყაროს რაიონში და დაინტერესდა სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებით, ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია და ის სამართალდამცველების ჩარევას არ საჭიროებს.