ნინო კალანდაძე: შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 250-მდე პატიმარს მისცა
ნინო კალანდაძის განცხადებით, პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიამ შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაცია შეწყალების მსურველ 500 პატიმრიდან ნახევარს მისცა.
მისი ცნობით, კომისიის გადაწყვეტილების მთავარ პრინციპს წარმოადგენს იმ მსჯავრდებულთა შეწყალება, რომლებიც საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და მათი დანაშაული რეციდივის საშიშროებას არ შეიცავს. მისივე თქმით, აქცენტი კეთდება ასევე პატიმრებზე, რომელთაც მსჯავრის დიდი ნაწილი უკვე მოიხადეს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.
შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის სასახლეში შეწყალების კომისიის სხდომა გაიმართა.