ალისტრახოს დააპატიმრებენ?
შსს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში "მედია ჯგუფის" ჟურნალისტის ალისტრახო როხვაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, პოლიციაში ის ჟურნალისტური გამოძიებისთვის ხელშეშლის გამო დაიბარეს. საქმე წინასაარჩევნო პერიოდს ეხება.
"მედია ჯგუფი" დაახლოებით 5 თვის წინ შეიქმნა და მისი თანამშრომლები, იმ არხის ჟურნალისტებს უშლიდნენ მუშაობაში ხელს, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა.
როხვაძეს დაკითხვაზე შეყვანამდე კომენტარი არ გაუკეთებია.