შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, 1984 წ. დაბადებული პორფილე კ, 1992 წ. დაბადებული ბელა პ, და 1992 წ. დაბადებული შოთა ც, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ინტერნეტის საშუალებით მოქალაქე ვახტანგ ხ-ს საბანკო ანგარიშზე არსებულ 6 390 ლარს დაეუფლნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს.
საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II და III ნაწილებით აღიძრა. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას გურჯაანის პოლიციის რაიონული სამმართველო აწარმოებს.