არჩილ კბილაშვილი: გახმაურებული საქმეების გამოძიებაში წინსვლა გვაქვს

არჩილ კბილაშვილი: გახმაურებული საქმეების გამოძიებაში წინსვლა გვაქვს

სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს.


ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ტელეკომპანია "მეცხრე არხზე", გადაცემა "მთავარ კითხვაში" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წინსვლაა ყველა გახმაურებული, მათ შორის გირგვლიანის, რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას  საქმის გამოძიებაში.

რაც შეეხება სასამართლოს, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სასამართლო დღეს პროკურატურისგან სრულიად დამოუკიდებელია. მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების ფორმირების შემდეგ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულიად განსხვავდება იმ ხელწერისგან, რაც იყო ხელისუფლების შეცვლამდე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: