დავით ბერძენიშვილი: სააკაშვილი პერსონალურად დამთავრდა!

დავით ბერძენიშვილი: სააკაშვილი პერსონალურად დამთავრდა!

რამდენად რეალურია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ძალის გამოჩენის პერსპექტივა, ან არის თუ არა იმის ალბათობა, რომ რომელიმე ძალა "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდეს და ამით მოხდეს ყოფილი მმართველი გუნდის  გაძლიერება?


"ბურჯანაძე-ოქრუაშვილის ერთად ყოფნას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ესენი სააკაშვილთან ერთად არ იქნებიან", _ აცხადებს გაზეთ "ვერსისათან" ინტერვიუში "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა დავით ბერძენიშვილი.


მისი თქმით, სააკაშვილი პერსონალურად დამთავრდა.  "მიტ უმეტეს, მეორედ დაკითხვის შემდეგ,  ვანო მერაბიშვილი სულ ხაზრს უსვამდა "ნაციონალური მოძრაობის" განახლებას. ანუ ვერც პარტია ხედავს სააკაშვილთან ერთად სამომავლო პერსპექტივას და არც ის მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი იყოს მათი საუკეთესო პერსპექტივა. მგონია, რომ უფრო მეტს ვანო მერაბიშვილის გარეშე მიაღწევენ. არც იმას გამოვრიცხავ, ისე აორთქლდნენ "ნაციონალები", როგორც ეს "მოქალაქეთა კავშირსა" და "აღორძინებას" დაემართა", _ ამბობს დავით ბერძენიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: