გულახდილი საუბარი რუსეთთან თუ ორმაგი თამაში?!
ამერიკის მიერ საქართველოსთვის იარაღის შეძენაზე შეზღუდვის მოხსნა შესაძლოა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში მორიგი გაუგებრობის მიზეზი გახდეს.
დღეს, როდესაც ჟენევაში რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკება იმართება, არ არის გამორიცხული რუსულმა მხარემ საქართველო ორმაგ თამაშში დაადანაშაულოს.
"დღეს საქართველოს ორმაგ თამაშში დადანაშაულება არ იქნება, რადგან ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ მას სურს რუსეთთან მოაგვაროს ურთიერთობა და ინტეგრირება მოახდინოს დასავლურ სტრუქტურებში.
თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსეთი ქართული მხრიდან ამერიკული ტყვია-წამლის ნებისმიერი რაოდენობით შეძენას მშობიარის მსგავსად განიცდის", _ აცხადებს "ივერიონთან" საუბარში ექსპერტი სოსო ცინცაძე.
ექსპერტის თქმით, საქართველოს სუვერენული უფლებაა, შეიძინოს იარაღი და ამით გააძლიეროს ქვეყნის თავდაცვიუნარიანობა.
"მისი გადასაწყვეტია, თუ ვისგან შეიძლება შეიძინოს ესა თუ ის იარაღი, ამ მხრივ ამერიკა ყველაზე სანდო პარტნიორია, რადგან მას არც ერთი მისი სტრატეგიული პარტნიორი არ მიუტოვებია და ის იარაღი, რომელსაც მისგან შევიძენთ, არ იქცევა ჯართის ხროვად. ანუ ეს იარაღი, უპირველესად, ხარისხიანი იქნება და მეორეც, მის გამოყენებას ქართველ ჯარისკაცებს ამერიკელი ინსტრუქტორები შეასწავლიან. ამასთანავე, ამერიკული იარაღი, სამყაროში, როგროც ყველაზე თანამედროვე და მაღალხარისხიანად ითვლება და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შესაძლო შეღავათიანი ფასებით იქნეს მიწოდებული ქართულ მხარისთვის", - ამბობს ექსპერტი.
ვალერი ვახანია