ბიძინა ივანიშვილი: მინდა, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა ავაშენო

ბიძინა ივანიშვილი: მინდა, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა ავაშენო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკს შეხვდა.

როგორც მთავრობის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საუბარი  ასევე, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას შეეხო.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტი კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენებაა.

ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ალექსი პეტრიაშვილი, ასევე საქართველოს ელჩები შვედეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში ესწრებოდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: