საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი იყო წარდგენილი - „ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე“ და „ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე“.
პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაა და ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.