ირმა ინაშვილი: როგორც უმრავლესობისთვის, ისე უმცირესობისთვის მიუღებელი ვარ!

ირმა ინაშვილი: როგორც უმრავლესობისთვის, ისე უმცირესობისთვის მიუღებელი ვარ!

ირმა ინაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას  არ აპირებს.

 

ამის შესახებ მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა „ივერიონს“ განუცხადა. მისი თქით, მას ამის სურვილი არ აქვს და  თანაც მედიაკავშირ ,,ობიექტივის“ გაფართოებას გეგმავს.


„რომც წარვადგინო ჩემი კანდიდატურა, დარწმუნებული ვარ როგორც უმცირესობისთვის, ასევე უმრავლესობისთვისაც მიუღებელი კანდიდატი ვიქნები“, - განაცხადა ინაშვილმა.
მისი თქმით, ირმა ინაშვილი, როგორც ობიექტური ჟურნალისტი, ორივე მხარისთვის მიუღებელია და ეს ასეც უნდა იყოს.


,,ობიექტივის“ ხელმძღვანელი არც  სამეურნეო საბჭოს წევრობას გეგმავს და აცხადებს, რომ არ ჰყავს კანდიდატურა, ვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად მოიაზრებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ თანამდებობა დატოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: