შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  თიანეთის რაიონის სოფელ გოჯიანების მკვიდრი დააკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულია 1966 წელს დაბადებული ვეფხია ბ.

განცხადების თანახმად, ბრალდებულმა 2 ოქტომბერს, დაბა ზაჰესში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ 1967 წელს დაბადებულ ვახტანგ მეშველაშვილს საკუთარ სახლში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ბრალდებულმა ვახტანგ მეშველაშვილი სასტიკად აწამა და ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც, ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს, მკვლელიც და მსხვერპლიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დადგინდა, რომ ბრალდებული და მოკლული ახლო მეგობრები იყვნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: