მაია ფანჯიკიძე ერაყის ელჩს გამოემშვიდობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საქართველოში ერაყის რესპუბლიკის ელჩი ტაიბ მუჰამედ ტაიბი მიიღო, რომელიც უახლოეს დღეებში საქართველოში საქმიანობას დაასრულებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ერაყის ელჩს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.