ვახტანგ ბალავაძე: ზვიად ობოლაძის დაკავება კალაძის პირადი ანგარიშსწორებაა

ვახტანგ ბალავაძე: ზვიად ობოლაძის დაკავება კალაძის პირადი ანგარიშსწორებაა

სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსის ზვიად ობოლაძის დაკავებას იმერეთის გუპერნატორი პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებ და აცხადებს, რომ მისი დაკავება ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის პირადი ანგარიშსწორებაა.


ამის შესახებ ვახტანგ ბალავაძემ,,ივერიონს“ განუცხადა.


,,ყველას კარგად გვახსოვს, კადრები როგორ ემუქრებოდა კახი კალაძე ზვიად ობოლაძეს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შურს იძიებდა და როგორც ჩანს, შეასრულა დანაპირები. ამას უკვე პოლიტიკურ დაკავებებსაც არ დავარქმევ, პირდაპირი რეპრესიები მიმდინარეობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ“, - აცხადბს ვახტანგ ბალავაძე.


მისი თქმით, სამტრედიის  პოლიციის ყოფილი უფროსი სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადაჭარბების ბრალდებით დააკავეს.


დღეს სამართალდამცველებმა სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავეს. ზვიად ობოლაძე წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით წაუყენეს ოფიციალური ბრალი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: