ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რაზე შეთანხმდნენ სუბარი და სერგენკო?

რაზე შეთანხმდნენ სუბარი და სერგენკო?

სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნას მოაწერეს ხელი.

როგორც სოზარ სუბარმა და დავით სერგენკომ ჟურნალისტებს განუცხადეს, ერთობლივი კომისია ინდივიდუალურად განიხილავს პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავადმყოფ მსჯავრდებულთა გათავისუფლების გადაწყვეტილებას მიიღებს.

დავით სერგენკოს ინფორმაციით, კომისია ჯანმრთელობის დაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და მის მუშაობაში მონაწილეობას სამედიცნო პროფესიული ასოციაციებიდან მიწვეული ექიმ- სპეციალისტები მიიღებენ. კომისია ოთხწევრიანი იქნება და მას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს. კომისიის პირველი შეხვედრა მომავალ კვირას იგეგმება.

"ერთობლივი კომისია აქამდეც არსებობდა, თუმცა მისი მუშაობა არაეფექტური იყო. ამისი მარტივი მაგალითია ის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კომისიას არც ერთი დაავადებული პატიმარი არ გაუთავისუფლებია, მარტო შარშან კი, 140 პატიმარი გარდაიცვალა. ექსპერტები ასევე მუშაობენ იმაზეც, რომ განახლდეს იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც გათავისუფლებას დაექვემდებარება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: