ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რაზე შეუთანხმდა ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს?

რაზე შეუთანხმდა ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს?

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დიალოგის გაგრძელებაზე შეთახმდნენ.


ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შვეიცარიაში გამართული შეხვედრის შემდეგ "ქრონიკას" განუცხადა.

"ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის უშუალო მითითებით გაიმართა. შეხვედრა ჟენევის გარეუბანში გაიმართა. აღვნიშნეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა, ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით, ამიტომ დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ ისეთი თემები, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენა. მოვილაპარაკეთ, რომ დიალოგი ამ ფორმატით გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე", - განაცხადა აბაშიძემ.  

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: