ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდულია
უამინდობის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.
როგორც „ივერიონს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს ეკრძლება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
უამინდობის გამო ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტილია.
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ასევე გუდაური-კობის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის ჩაკეტილია.
ამ დროისთვის გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხორციელდება.
გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული ვაზიანი-გომბორის მონაკვეთზეც. კერძოდ, აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვის იკრძალება.
სხვა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დასაშვები.