საგარეო უწყება აშშ-ში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუთაუნის დაწყებით სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 14 დეკემბერს მომხდარი შემთხვევის შედეგად 26 ადამიანი, მათ შორის 20 ბავშვი დაიღუპა.
„საგარეო უწყება დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევა ამერიკის შტატ კონეკტიკუტის ქალაქ ნიუთაუნის ჰენდი ჰუკის სკოლაში მოხდა.
20 წლის ადამ ლანზამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, რომელიც ზემოაღნიშნული სკოლის მასწავლებელი იყო, შემდეგ კი სკოლაში მივიდა და იქ მყოფთ ცეცხლი გაუხსნა.
შემთხვევას 20 ბავშვის და 6 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილია ასევე ადამ ლანზაც. სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქის სხვა სკოლებში სწავლა შეწყვეტილია.