ნანა დევდარიანი: მამუკა არეშიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საუკეთესო ხელმძღვანელი იქნება!

ნანა დევდარიანი: მამუკა არეშიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის საუკეთესო ხელმძღვანელი იქნება!

სოციალურ ქსელში მიმდინარე გამოკითხვებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მამუკა არეშიძე ლიდერობს.


აღნიშნულს დადებით მოვლენად და მისასალმებელ ფაქტად მიიჩნევს საქართველოს ყოფილი ომბუდსმენი, ანალიტიკოსი ნანა დევდარიანი.


მისი თქმით: "მამუკა არეშიძე მართლაც კარგი მმართველი იქნება, რადგან მას აქვს საკმაო გამოცდილება ამ მიმართულებით. ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მუშაობდა "მოამბის" მთავარ რედაქტორად და მაქსიმალურად იცავდა ობექტიურობას. ყოველ შემთხვევაში, არეშიძის დროს ამდენი ტყუილი არ თქმულა, რაც მთელი ამ 9 წლის მანძილზე გვესმოდა ნაციონალური ტელევიზიებიდან."


"ივერიონის" კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებს იგი წინა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსთან (იგივე ბორდთან) მუშაობას და თან ობიექტურობის დაცვას, ანალიტიკოსი პასუხობს: "სამეთვალყურეო საბჭოს არაფერს ეკითხებოდა ჭანტურია და ისე მართავდა ტელევიზიას. თუმცა, რაც შეეხება მომდევნო ხელმძღვანელს, მან აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ბორდთან და თან მაქსიმალურად უნდა შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა" _ აცხადებს ნანა დევდარიანი.     

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: