ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში დაღუპული მოსწავლეების ოჯახებს უსამძიმრებს

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში დაღუპული მოსწავლეების ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მწუხარებას გამოთქვამს ამერიკაში მომხდარ ტრაგედიაზე, რომლის დროსაც 27 ადამიანი დაიღუპა.


„შემძრა იმ საშინელმა ტრაგედიამ, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუთაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში მოხდა. ამ საზარელ დანაშაულს ექვსი პედაგოგისა და 20 პატარას სიცოცხლე ემსხვერპლა. რთულია სიტყვები მოძებნო იმ ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა დაღუპულთა ოჯახის წევრები და ამერიკელი ხალხი განიცდის.


ქართველი ერის სახელით, გულწრფელად თანავუგრძნობ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ამერიკელ ხალხს და შეერთებული შტატების მთავრობას. სრულიად საქართველო იზიარებს თქვენს ტკივილს და ლოცულობს მათთვის, ვინც ამ ტრაგედიის მსხვერპლი გახდა.


მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი“,-ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: