ცხელი ამბავი

ავტოავარია ხეთაგუროვის ქუჩაზე

ავტოავარია ხეთაგუროვის ქუჩაზე

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და „ოპელის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება დანარჩენ მგზავრებს, მათ ამბულატორიული დახმარება ადგილზე გაეწიათ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, რომელიც ავარიის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: