საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამერიკელი ხალხისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამერიკელი ხალხისადმი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს და მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ში გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე.


„შეძრწუნებულები ვართ იმ ტრაგედიით, რომელიც ამერიკელ ხალხს დაატყდა თავს. უბედურებამ, რომელმაც 27 ადამიანის, მათ შორის 20 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, შეძრა მთელი მსოფლიო. ქართველი ხალხის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარის გამო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და თანაგრძნობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: