შოთა მურღულია სვანეთს ესტუმრა

შოთა მურღულია სვანეთს ესტუმრა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ სვანეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და მათ მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.


მინისტრის მოადგილემ პირადად მოინახულა მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო და წყლის სათავე -ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები.


პროექტების დასრულების შემდეგ მესტიის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.


 შოთა მურღულია სამუშაოებზე დასაქმებულ პირებს და კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებსაც შეხვდა და მათ ობიექტზე არსებული სიტუაციისა და სირთულეების შესახებ ესაუბრა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: