ლევან თუმანიშვილის დაკავებაზე სპეციალური განცხადება ვრცელდება

ლევან თუმანიშვილის დაკავებაზე სპეციალური განცხადება ვრცელდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შპს "ტაოს" ხელმძღვანელის,  ლევან თუმანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც, მოპოვებული ხე-მასალა მიჰქონდათ აღნიშნული პირის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში. გამოძიების თანახმად, ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა.


გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ თუმანიშვილი მოპოვებული სამასალე მერქნის რეალიზაციის დროს, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით, სისტემატურად ზრდიდა მიღებული შემოსავლების ხარჯებს, რითაც თავს არიდებდა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების გადახდას. 


მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303 – მუხლის პირველი ნაწილით და 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით“,-ნათქვამია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: