ფარიკაობის ფედერაციას ისევ არჩილ გოგელია უხელმძღვანელებს
დღეს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში არჩევნები ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად ცნობილი გახდა რომ, ფედერაციას კვლავ არჩილ გოგელია უხელმძღვანელებს.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, არჩილ გოგელიას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
დღესვე გოგელიამ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად ზაზა მჭედლიძე, ლევან კირკიტაძე, არჩილ ლორთქიფანიძე და ირინე სხირტლაძე დაასახელა. ფედერაციის გენერალური მდივანი კი დავით სახვაძე იქნება.
ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მთავარ პრიორიტეტად მომავალში ქართველი მწვრთნელების გადამზადება დაასახელა.