ირაკლი ალასანია აზერ ჰუსეინს შეხვდა

ირაკლი ალასანია აზერ ჰუსეინს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს, აზერ ჰუსეინს შეხვდა.


აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის თანამშრომლობის საკითხები და სხვა თემები, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენდნენ.


აზერ ჰუსეინმა, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის სახელით, ირაკლი ალასანია აზერბაიჯანში მიიწვია.


შეხვედრას აზერბაიჯანის სამხედრო ატაშეც ესწრებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: