კახი კახიშვილი: რუსეთი საქართველოსთვის დიდი ბაზარია და არ უნდა დავკარგოთ!

კახი კახიშვილი: რუსეთი საქართველოსთვის დიდი ბაზარია და არ უნდა დავკარგოთ!

გუშინ ჟენევაში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. შეხვედრის შედეგები ორივე მხარემ დადებითად შეაფასა.


როგორ აფასებენ აღნიშნულს ქართველი ექსპერტები, "ივერიონი" კომენტარისთვის პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს კახი კახიშვილს დაუკავშირდა.


-ბატონო კახი, როგორ შეაფასებთ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრას? რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს აღნიშნული შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის?


-რუსეთი ჩვენი უახლოესი მეზობელი სახელმწიფოა. კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში სტაბილური ურთიერთობა გვქონდეს. არ არსებობს, საქართველომ დაივიწყოს ჩვენი ქვეყნის ის ტერიტორიები, რომლის დამოუკიდებლობაც რუსეთმა აღიარა, მაგრამ, იმისთვის, რომ ამ საკითხებში ძვრა იყო, აუცილებელია მოლაპარაკებები. სამწუხაროდ ძველი ხელისუფლების პირობებში რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა. დავკარგეთ ტერიტორები და რუსეთი და საქართველო ერთმანეთს გაებუტა-დუმილის რეჟიმში გადავედით. იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ საქართველოს ისტორიული მიწები, საჭიროა მოლაპარაკებები. საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ჰყავდეს ბევრი მტერი. ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება.


-იმ დროს, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკვე აქვს ოკუპირებული, რამდენად შესაძლებელია ეკონომიკური ურთიერთობების აღსადგენად მოლაპარაკებების წარმოება?


-ამ საკითხის იგნორირება დაუშვებელია, მაგრამ იმისთვის, რომ რაღაც თემები მკვდარი წერტილიდან დაიძრას, აუცილებელია მოლაპარაკებების დაწყება. აუცილებელია ცივილიზებული ურთიერთობები. მე მესმის, რომ რუსეთს საქართველოში თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ აუცილებელია მოგვარდეს ორ ქვეყანას შორის ვაჭობისა და ურთიერთმიმოსვლის საკითხები. რუსეთი ქართული პროდუქციისთვის ძალიან დიდი ბაზარია და ჩვენ ის არ უნდა დავკარგოთ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: