კახი კახიშვილი: მარიხუანის დეკრიმინალიზაცია დაუშვებელია!
უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში აქტიურად საუბრობენ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე. საინტერესოა რას ფიქრობენ ამაზე ექსპერტები. "ივერიონი" კომენტარისთვის პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს კახი კახიშვილს დაუკავშირდა.
-მე მიმაჩნია, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია არ შეიძლება. ეს მარიხუანის უფრო მეტ მოხმარებას და ნარკოტიკული საშუალების პოპულარიზაციას გამოწვევს. ვფიქრობ, ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერებისადმი მიდრეკილება უნდა ჩაითვალოს დაავადებად და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მკურნალობა და საჭიროების შემთხვევაში იძულებითიY მკურნალობაც კი. ციხე არ არის ამ ადამიანების გამოსწორების ადგილი. საჭიროა მათი სოციალური რეაბილიტაცია.
- სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" არსებული გვერდის_"მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას" მხარდამჭერთა შორის არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ხაჩიძე, ჟურნალისტი ნინია კაკაბძე და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებიც აპირებენ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მიმართონ.
-მიუხედავად ამ პიროვნებების მიმართ ჩემი პატივისცემისა, მე მაინც მიმაჩნია რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია დაუშვებელია. საქართველოს სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში, ეს გახდება ხალხისთვის მდგომარეობიდან გამოსლვის საუკეთესო საშუალება. დეკრიმინალიზაცია დაუშვებელია, იმისთვის რომ მომავალი თაობის დეგრადირება თავიდან ავიცილოთ. მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებაა. აქედან გამომდინარე, მისი მოხმარების სტიმულირება დაუშვებელია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი მომხმარებლები ციხეში უნდა ისხდნენ.