რას მოგვითხრობენ გოდერძი ჩოხელზე

რას მოგვითხრობენ გოდერძი ჩოხელზე

15 დეკემბერს 17:00  სთ-ზე თსუ-ს პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში ნინო ზედელაშვილის წიგნის "ნაწილიანი" (მოგონებები გოდერძი ჩოხელზე) პრეზენტაცია გაიმართა.  


წიგნში შესულია მწერლების, მსახიობების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიერ მოთხრობილი საინტერესო და უცნობი ეპიზოდები გოდერძი ჩოხელის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ, გამოუქვეყნებელი ფოტოები.


პრეზენტაციის დროს გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი "ცასწავალა".


თსუ-ს თეატრალურმა დასმა სტუმრებისთვის  წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: