ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები დააკავა

მოსკოვის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერები დააკავა

მოსკოვში პოლიციამ სანქციის გარეშე გამართული მიტინგი დაშალა და ათობით დემონსტრანტი, მათ შორის ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა.

საპროტესტო აქცია შაბათს  ლუბიანკის მოედანზე, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბბინასთან გაიმართა.

 

 პოლიციამ  სანქტ-პეტერბურგში ჩატარებული სანქცირებული მიტინგის მონაწილეებიდანაც  26  ადამიანი დააკავა. 

 

რაც შეეხება მოსკოვს, პოლიციის ცნობით, დაკავებულია 40-მდე პირი. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერები - სერგეი უდალცოვი, ალექსეი ნავალნი და ქსენია სობჩაკი, რომლებიც რამდენიმე საათში გამოუშვეს ბრალდების წაუყენებლად. 

 

პოლიციის მონაცემებით, მოსკოვში 700-მდე ადამიანი შეიკრიბა მერიის ნებართვის გარეშე ჩატარებულ აქციაზე. ხოლო დამოუკიდებელი წყაროები 2000-მდე დემონსტრანტზე იუწყებიან. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო დემონსტრაციები  რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა, მათ შორის ეკატერინგბურგში, სამარაში, პერმში. 

 

ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის განცხადებით, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო  შემდგომ ნაბიჯებზე მოსალაპარაკებლად 16 დეკემბერს შეიკრიბება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: