ვანო მერაბიშვილის ბიძას ჯანმრთელობამ უმტყუნა
ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძა კომპანია ტაოს ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გვიან ღამით თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. იგი შეუძლოდ გუშინ საღამოს გახდა.
ადვოკატის განცხადებით, თუმანიშვილს ბრალი უკვე წაუყენეს. ამღკვეთ ღონისძიებას კი დღეს მიუსჯიან.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თუმანიშვილის ხეტყის უკანონო მოპოვება-დამზადებაში ედავებოდა. ამ დროისთვის კი ბრალი მხოლოდ ყალბი საბუთების გამოყენებაში ედება.