ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ კანონი მზადაა
კანონი ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ უკვე დაწერილია.
ამის შესახებ ინფორმაციას сommersant.ge ავრცელებს.
სააგენტოს ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ბაზრის რა პროცენტს უნდა ფლობდეს კომპანიამ, რომ ის მონოპოლისტად განისაზღვროს? ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, კანონპორექტში ეს განსაზღვრულია და მისი გასაჯაროების შემდეგ ყველა დეტალი გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, კანონპროექტი პარლამენტში განხილვის დაწყების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი. ზოგადი პრინციპი კი იურიდიული კომიტეტის ინფორმაციით, ასეთია: კანონპროექტი ევროპული სტანდარტებით არის შედგენილი და მონოპოლისტად კომპანია ევროკავშირში მიღებული მაჩვენებლების მიხედვით დასახელდება.