მარჯანიშვილის მეტროსთან გარევაჭრობა დაშვებულია?!

მარჯანიშვილის მეტროსთან გარევაჭრობა დაშვებულია?!

მაშინ, როცა გარემოვაჭრეებს ბაზრებსა და სხვადასხვა მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე ვაჭრობას უკრძალავენ იმ მიზეზით, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია, განსხვავებული მდგომარეობა გვხდება მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მარჯანიშვილის მეტროს წინ დიდი რაოდენობით გარემოვაჭრეები და "ბოშები" სხედან და ვაჭრობენ.

 

ყველა გამვლელ-გამომვლელს გარშემო ეხვევიან და პროდუქციის ყიდვას აძალებენ. გარდა ამისა, ის მოვაჭრეები, რომლებიც ბაზარსა და ბაზრობებზე ვაჭრობენ, პროტესტს გამოთქვამენ, რომ მათთან კლიენტი აღარ მიდის, რადგან ბოშები მათ ფასებს "უგდებენ მი". 

 

ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციასა და მერიის ზედამხედველობის სამსახურს ეკისრება. მაგრამ "ივერიონთან" საუბარში მერიის ზედამხედველობის სამსახურში განახცადეს, რომ ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ და აუცილებლად გადაამოწმებენ. თუმცა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გარევაჭრობა კანონით აკრძალულია. პრობლემაში გასარკვევად კი რამდენიმე დღე ითხოვეს.

 

ვნახოთ, როგორ მოგვარდება აღნიშნული პრობლემა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: