პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 43% "კარგად" აფასებს

პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 43% "კარგად" აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის კვლევის თანახმად, პოლიციის საქმიანობას "კარგად" გამოკითხულთა 43% აფასებს.

 

კვლევის მიხედვით შემდეგ ადგილზე საქართველოს ჯარია, რომლის საქმიანობა დადებითად ("კარგად") გამოკითხულთა 42%-მა შეაფასა. 

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობას "კარგად" გამოკითხულთა 39% აფასებს. 

 

საქართველოს პარლამენტის საქმიანობა "კარგად" გამოკითხილთა 20%-მა შეაფასა. იგივე მაჩვენებელი აქვს რესპოდენტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

გამოკითხულთა 14% სასამართლოების საქმიანობას "კარგად" აფასებს. აღნიშნულ შკალაში 6% აქვს პროფკავშირებს, 15% ადგილობრივ ხელისუფლებას, 9% საზოგადოებრივ მაუწყებელს, რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მის საქმიანობას "კარგად" გამოკითხულთა 6% აფასებს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" _ 3%-ით მოყვება.

 

NDI-იმ აღნიშნული კვლევა 14-25 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1947 მოქალაქე გამოკითხა.

ცდომილება საშუალოდ, + - 3%-ია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: