რა ეამაყება ირაკლი ღარიბაშვილს და რა განსხვავებაა წინა და ახლანდელ პოლიციას შორის?

რა ეამაყება ირაკლი ღარიბაშვილს და რა განსხვავებაა წინა და ახლანდელ პოლიციას შორის?

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ დღეიდან დედაქალაქს 111 საპატრულო ეკიპაჟი და 240 პატრულ-ინსპექტორი მოემსახურება. აქამდე თბილისის საპატრულო პოლიციაში 76 მანქანა იყო, რომელიც 35 ერთეულით გაიზარდა.


ამასთან, როგორც პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დღეიდან სამართალდამცავები პატრულირებას  არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განახორციელებენ..


"მე ვარ ამაყი, რადგან ვხვდები იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებებს. წინა და ახლანდელ პოლიციას შორის სხვაობა ისაა, რომ ამჟამინდელ სამართალდამცველებს აღარ მოუწევთ პოლიტიკური დავალებების შესრულება. დეპოლიტიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. დაიცავით ყველა ადამიანის უფლება, უნდა დაისაჯოს ყველა, მათ შორის მინისტრებიც და თანამდებობის პირებიც, რომლებიც ჩაიდენენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისივე განცხადებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ უკანონოდ განთავისუფლებული სამართალდამცველები და პატრულ-ინპექტორების ახალ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებიც არიან.


ღარიბაშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის რიცხვი რეგიონებშიც გაიზრდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: