ირაკლი ღარიბაშვილის მამა თანამდებობაზე აღადგინეს!

ირაკლი ღარიბაშვილის მამა თანამდებობაზე აღადგინეს!

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი სოფლის გამგებლის თანამდებობაზე დააბრუნეს.


კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ტარიელ ღარიბაშვილმა სამსახურში დაბრუნების შესახებ განცხადებით მუნიციპალიტეტის ახალ გამგებელს დეკემბრის დასაწყისში მიმართა.


შეგახსენებთ, რომ ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობიდან წინასაარჩევნოდ გაათავისუფლეს. მას სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ მისი შვილი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: