გამოკითხულთა 68%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შეძლებს

გამოკითხულთა 68%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას შეძლებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებას კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 5%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.

კითხვაზე - „რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს შემდეგი საკითხების მოგვარებას?“ - გამოკითხულთა 68%-ის აზრით, პენსიების საკითხს „ქართული ოცნება“, ხოლო 7%-ის თქმით, - „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს.

ჯანდაცვის საკითხების გადაჭრას გამოკითხულთა 68% „ქართული ოცნებისგან“, ხოლო 7% „ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდება.

რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას გამოკითხულთა 68%-ის აზრით, „ქართული ოცნება“, ხოლო 4% „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.

დასაქმების პრობლემას გამოკითხულთა 68%-ის აზრით, „ქართული ოცნება“, 6%-ის აზრით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაგვარებს.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ მის მოგვარებას „ქართული ოცნება“, ხოლო 5% „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს.

კვლევის თანახმად, გამოკითულთა 65% მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანება  „ქართული ოცნების“ მიერ მოხერხდება, ხოლო 10%-ის აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.

NDI-მ კვლევის - „საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში“ - მეორე ნაწილის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.

აღნიშნული კვლევა ჟურნალისტებს NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ გააცნო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: