პრემიერ-მინისტრს გენდერული თანასწორობის საკითხებში წარმომადგენელი ეყოლება

პრემიერ-მინისტრს გენდერული თანასწორობის საკითხებში წარმომადგენელი ეყოლება

უახლოეს მომავალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გენდერული თანასწორობის საკითხებში წარმომადგენელს დანიშნავს.


ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიმდინარე შეხვედრაზე სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა გენდერული თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადრე საქართველოს ქალი მართავდა და ამის კარგი გამოცდილება არსებობს.


ბიძინა ივანიშვილმა გენდერული თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა შესაძლო კანდიდატურებზე ჯერ არ უსაუბრია.


ღონისძიებას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც ესწრებოდა. მან ქალთა უფლებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აქცენტები სწორედ უკეთესი სამყაროს შექმნისკენ უნდა გაკეთდეს.


დღევანდელ ღონისძიებას გაერო, საერთაშორისდო ორგანიზაციები და ადგილობრივი ფონდები მასპინძლობდნენ.


შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტები, ადგილობრივი და საერთაშორისო, ორმხრივი და მრავალმხრივი დონორი ორგანიზაციები, ასევე გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: