„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 46%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების თანახმად, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის 46% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ამავე მოსაზრებას „ნაციონალური მოძრაობის“ 26% ეთანხმება, ხოლო 41%-მა არ იცის.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 19% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ გამოკითხულ ამომრჩეველთა 52% ეთანხმება, გამოკითხულთა 32%-მა კი, არ იცის.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 28%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა 11% იგივე მოსაზრებას იზიარებს, ხოლო 13%-მა არ იცის.
მოსაზრებას „საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 35%, ხოლო „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის 38% ეთანხმება.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება. აღნიშნულ მოსაზრებას „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის 20% იზიარებს, ხოლო 25%-მა არ იცის.
ამასთან, „ქართული ოცნების“ გამოკითხული ამომრჩევლის 1% მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის და არც არასდროს იქნება დემოკრატიული, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის 4% ეთანხმება, პასუხი კი, გამოკითხულთა 2%-მა არ იცის.
NDI-მ კვლევის - „საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში“ - მეორე ნაწილის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართა.