დავით უსუფაშვილმა კობა დავითაშვილი ბიუროს სხდომიდან “გააგდო“
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრს კობა დავითაშვილს ბიუროს სხდომა დაატოვებინა.
დავითაშვილი სხდომას თავისივე მომზადებული კანონპროექტების პლენარული სხდომების დღის წესრიგში ჩასმის გამო დაესწო.
მან ბიუროს მიმდინარეობისას რამდენჯერმე დასვა მის მიერ ინიცირებული პროექტების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი. პარლამენტის თავმჯდომარემ დავითაშვილს განუმარტა, რომ იგი ინიციატივის დაჩქარებული რეჟიმით განხილვას არასწორად ითხოვდა.
დავითაშვილის მიერ აღნიშნული თხოვნის კიდევ ერთხელ დაყენების პასუხად, უსუფაშვილმა მას ბიურის სხდომის დატოვება მოსთხოვა.