იური მეჩითოვი: როგორც ძველ თბილისელს, არ მომწონს რიყის მშენებლობები!

იური მეჩითოვი: როგორც ძველ თბილისელს, არ მომწონს რიყის მშენებლობები!

კოშმარული!  ასე შეაფასა რიყის მშენებლობები ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა. "


უკვე დიდი ხანია რიყეზე მიმდინარე მშენებლობების დემონტაჟზე საუბრობენ, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული.


იური მეჩითოვის განცხადებით, რიყეზე მშენებარე მუსკომედიის თეატრის დემონტაჟი გამოსავალი არ არის. რადგან დემონტაჟი ბევრ პრობლემასთან და დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ, არც მისი დატოვებაა საუკეთესო გამსავალი.


"მე, როგორც ძველ თბილისელს, არ მომწონს ეს მშენებლობები. ვიცი, რომ ამ მშენებლობისთვის უცხოეთიდან ჩამოდის მასალები, მათი უკან დაბრუნება ჯარიმებთან არის დაკავშირებული. ჩამოსული სამშენებლო მასალები უნდა შევინახოთ, მოვიძიოთ თბილისში შესაბამისი რელიეფი და შემდეგ იქ განვახორციელოთ ამ მშენებლობების დემონტაჟი", - აცხადებს მეჩითოვი.


"კულტურის სამინისტროს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ხვდა წილად. წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი ერთი ადამიანის სურვილით კეთდებოდა. კულტურის სამინსიტრომ ვერ შეძლო, დაეცვა თბილისი", - ამბობს მეცითოვი და იქვე აგნმარტავს, რომ ავტორიტარულ ქვეყანაში არაფერი მუშაობდა - ყველაფერი ერთი კაცის სურვილით კეთდებოდა. "სამინსიტროში ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რასაც დრო სჭირდება", - მიაჩნია ფოტოგრაფს.


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტერის კედლებზე უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. ამ ფატქთან დაკავშირებით "ივერიონმა" კომენტარი სთხოვა იური მეჩითოვს, რომელმაც განაცხადა:


"არა მგონია, ეს საქართველოს მხრიდან პალესტინის აღიარების გამო მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს არის ჩვეულებრივი ვანდალური ქმედება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: