ამირან ბიწაძეს ახალი ხელისუფლების იმედი აქვს
ნინო ბურჯანაძის თანამებრძოლი, წესების გარეშე მებრძოლი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამირან ბიწაძე, 3 წლის წინ გატაცების ფაქტზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ გატაცების ფაქტის გამოძიება ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ამირან ბიწაძეს ცხვარიჭამიას გზაზე ოცამდე შეიარაღებული ნიღბიანი თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა.