შსს-მ პროსტიტუციის კერა თბილისშიც აღმოაჩინა
თბილისის შს მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5 პირი დააკავეს: 1956 წ. დაბადებული მიმოზა ფ, 1972 წ. დაბადებული ნათია კ, 1958 წ. დაბადებული დოდო მ, 1968 წ. დაბადებული ნათელა ჩ და 1967 წ. დაბადებული მარინე შ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები გოგოლის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სისტემატურად ეწეოდნენ პროსტიტუციისთვის ფართების გადაცემის ორგანიზებას.
საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 -დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებას ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილება აწარმოებს.