თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი ფიქრობს, რა ავნოს ქვეყანას!

თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი ფიქრობს, რა ავნოს ქვეყანას!

"არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი დარჩეს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის ჩასაფრებული და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა ავნოს ქვეყანას", _ აცხადებს გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი.


მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრამდე დარჩეს ქვეყნის სათავეში. მისი გადადგომის მოთხოვნით, უახლოეს მომავალში სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყება. უკვე დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება აღნიშნული მოთხოვნით.


"სააკაშვილი არის სკამზე მიკერებული. მას რომ უთხრა, მარტო სკამის პრეზიდენტი იქნებიო, დარჩება. ის არის თავიდან ბოლომდე კორუფციაში ჩაფლული. თავისი სურვილით ის, რა თქმა უნდა, არ გადადგება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, გადადგეს", _ აცხადეებს შაშიაშვილი.


შაშიაშვილის განცხადებით, ამერიკა არ უნდა ერეოდეს ასე მკაფიოდ ქვეყნის საქმეებში, რადგან არც ამერიკელ ხალხს მოეწონებოდა, მათ პრეზიდენტს რომ ქვეყნის სათავეში ყოფნის ვადა ხელოვნურად გაეხანგრძლივებინა.


"მე არ  მინდა, ჩვენი ქვეყნის მთავრობა ან კრემლს ეგებოდეს ფეხქვეშ, ან თეთრ სახლს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ არავის არ უნდა დავუგდოთ ყური. სააკაშვილს ჩვენი ქვეყნისთვის უბედურების მეტი არაფერი მოუტანია", _ აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი.   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: