ეკა ბესელია: ოქრუაშვილი სასამართლოს იმედად ჩამოვიდა
ეკა ბესელია ოქრუაშვილის პოზიციას პოლიტდევნილობის სტატუსთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ოქრუაშვილი პოლიტდევნილტა სიიდან მას შემდეგ ამოიღეს, რაც ის საქართველოში დაბრუნდა. ბესელია ოქრუაშვილის ადვოკატის სიტყვებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ იგი არ აპირებდა პოლიტდევნილის სტატუსის გამოყენებას.
"ოქრუაშვილი პლიტდევნილთა სიაში იყო. მის მიმართ ნამდვილად განხორციელდა პოლიტიკური ანგარიშსწორება. მას სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი ჰქონდა და ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში", - განაცხადა ეკა ბესელიამ.