ეგვიპტეში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ჟურნალისტებმა ქაიროში საპროტესტო აქცია მოაწყვეს. მათ პარტია „ვაპდის“ შტაბბინაზე მოწყობილი თავდასხმა გააპროტესტეს.
შეიარაღებული თავდასხმა პარტიის ოფისზე გასულ შაბათს მოხდა, რის შემდეგაც შენობის ნაწილი დაიწვა. პარტია „ვაპდი“ ძირითადად, ადგილობრივი ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული და პრეზიდენტ მუსის ადმინისტრაციას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამო აპროტესტებს.