ბათუმს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

ბათუმს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება

ბათუმის მოსახლეობა ელექტროენერგიის გათიშვაზე ჩივის. უკვე რამდენიმე დღეა ბათუმში მოსახლეობას ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება.


ყინვები საქართველოში უკვე 4 დღეა გრძელდება და ამ პირობებში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გათიშვა დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული.


"ივერიონი" ინფორმაციის დასაზუსტებლად აჭარის მთავრობის პრესცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს:


"მართალია, ბათუმისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულად ხორციელდება, მაგრამ ამით მოსახლეობას პრობლემები არ ექმნება, რადგან ელექტროენერგიის წყვეტა 5 წუთზე მეტს არ გრძელდება".

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: