ნიკა გილაური დაკითხვაზეა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც „ივერიონს“ საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, გილაური დაკითხვაზე 12:00 საათიდან იმყოფება.
მათი ინფორმაციით, ნიკა გილაური რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით იკითხება, რადგან როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, ამ პერიოდში იგი ფინანსთა მინისტრი იყო.
ამავე თემაზე საგამოძიებო სამსახურში ასევე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი არისი ბოჭოიძეც იკითხება.
2006 წელს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით, უკვე დაიკითხნენ მერიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები. დაკითხვაზეა დაბარებული მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე, თუმცა იგი საგამოძიებო სამსახურში ჯერ არ გამოცხადებულა.