ომბუდსმენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ომბუდსმენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნანუაშვილმა შეხვედრაზე ომბუდსმენის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა თანამშრომლობის აუცილებლობაზე, გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.
 
მიწვეულმა სტუმრებმა თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვეს და სახალხო დამცველს თავისი წინადადებები და რეკომენდაციები შესთავაზეს.

საუბარი ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა მიმართულებებს, სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდის საჭიროებასა და მონიტორინგის ჯგუფების უფრო მეტად გააქტიურებას შეეხო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასურველია რეგულარული თემატური შეხვედრები ჩატარდეს.

სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა  და  აღნიშნა, რომ სამოქალაქო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს, პერიოდულად შეხვდება და გაითვალისწინებს მათ რჩევებს.

ამასთან, ნანუაშვილი აპირებს მჭირდო ურთიერთობა ჰქონდეს იმ კანდიდატებთან, რომლებიც ომბუდსმენის თანამდებობაზე მასთან ერთად იყვნენ წარდგენილი.
 
სახალხო დამცველის განცხადებით, 2013 წლის იანვრიდან  სამოქმედო გეგმაზე ოფისი აქტიურად დაიწყებს მუშაობას და ამ პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების რჩევებსა და ინიციატივებს აუცილებლად გაითვალისწინებს.
 
შეხვედრას არასამთავრობო სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: